სსიპ - ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მშობლთან თანამშრომლობით და საპილოტე პროგრამების განხორციელების ფარგლებში მისი აქტიური ჩართულობით დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე აქტივობა. მან ჩვენი მოსწავლეებისთვის სკოლაში მოიყვანა რობოტექნიკის მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს ჩაუტარა მასტერკლასი. მან თეორიულად და პრაქტიკულად გააცნო რობოტექნიკის საფუძვლები და ძირითადი მიმართულებები, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს მოსწავლეებში. გარდა ამისა, სხვა აქტივობაც განხორციელდა, კერძოდ, მშობლის მხარდაჭერით, ჩვენი მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და ტექნოლოგიების (გრაფიკული პროგრამა და ლაზერის დანადგარი) გამოყენებით გაკეთდა სხადასხვანაირი სააღდგომო ნივთები.
Wednesday, 24 April 2019
Saturday, 20 April 2019
მესამე ტრენინგი
2019 წლის 20 აპრილს შედგა ტრენინგის მე-3 შეხვედრა, სადაც გავაკეთეთ, ტრენერების მონაწილეობით წინა ტრენინგის მოკლე რეფლექსია და წარვადგინეთ საშინაო დავალებები. შემდეგ გავეცანით აპლიკაციების ბიბლიოთეკას edshelf-ს, რომელშიც ციფრული რესურსის შექნმა შეუძლიათ როგორც მოსწავლეებს ასევე მასწავლებლებს. შემდეგ ეტაპზე ტრენერებმა მოგვცეს ადგილზე შესასრულებელი დავალება, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შეგდებოდა. პირველ ეტაპზე ჯგუფის თითოეულმა წევრმა ისაუბრა პროექტის ფარგლებში მის მიერ შესრულებულ საქმიანობასა და აღმოჩენებზე, ხოლო დანარჩენი წევრები ინიშნავდნენ სტიკერებზე მნიშვნელოვან ასპექტებს (თითო სტიკერი-თითო სიტყვა). შემდეგ ეტაპზე დავაჯგუფეთ კატეგორიებად ჩანიშნული ასპექტები და გავამსხვილეთ. მომდევნო ეტაპზე გავაკეთეთ მიღებული შედეგების ანალიზი და დავსვით 3 კითხვა რომელიც იწყებოდა სიტყვებით "როგორ შემიძლია..... ". ბოლო ეტაპზე ვიმუშავეთ სკოლის პროექტის იდეის ფორმირებაზე, სახელწოდებაზე რომელიც მორგებული იყო კვლევის შედეგად გამოკვეთილ საჭიროებაზე. აღნიშნული დავალების შესრულების შემდეგ გაგვაცნეს კიდევ ერთი ციფრული ინსტრუმენტი - „ელექტრონული სახელმძღვანელო“, სადაც შესაძლებელია ელექტრონული ტესტების ჩაშენება.
ტრენინგის ბოლოს მივიღეთ დავალება: სკოლის ციფრული სტრატეგიის შემუშავება გრძელვადიანი მიზნებით და უახლოესი აქტივობებით.
Subscribe to:
Posts (Atom)