ბლოგის შესახებ


ზოგადი ინფორმაცია
ბლოგი შექნილია ესტონური პროექტის „ციფრული სკოლა - საქართველო“ ფარგლებში და მისი დანიშნულებაა დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს სსიპ - ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასევე, ბლოგის გამოყენებით შეძლებთ გაიგოთ ყველაფერი აღნიშნულ პროექტზე.

ბლოგის მართვა
ბლოგზე მარტივი ნავიგაციისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ინსტრუმენტი, რის შესახებაც გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას
1. ბლოგის ზედა ნაწილში ბანერის ქვემოთ ჰორიზონტალურად წარმოდგენილია 6 გვერდი (მთავარი, ბლოგის შესახებ, საპილოტე პროგრამა, სკოლის გუნდი, გალერეა და კონტაქტი), რომლის საშუალებით გაეცნობით ძირითად ინფორმაციას ბლოგის, პროექტისა და 6-კაციანი გუნდის შესახებ. გარდა ამისა, იხილავთ პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას და სკოლის საკონტაქტო ინფორმაციას;
2. გვერდების ქვემოთ არის პოსტები, რომელიც წარმოადგენს ბლოგის ძირითად ნაწილს. პოსტების საშუალებით ქრონოლოგიურად ხდება მიდინარე პროცესებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
3. პოსტების მარჯვნივ ზედა ნაწილში წარმოდგენილია „ძიების“ სამი ინსტრუმენტი: 1) „ძიება“, 2) „Labels“ და 3) „Blog Archive“. პირველი ინსტრუმენტში პირდაპირ ჩაწერთ საძიებო სიტყვას და იგი მოგიძებნით ყველა პოსტს, სადაც ნახსენები იქნება თქვენს მიერ ჩაწერილი სიტყვა/სიტყვები. მეორე ინსტრუმენტი წარმოადგენს თემატური ძიების საშუალებას, რაც ძალიან მოსახერხებელია. მაგალითად, კატეგორიაზე - „ციფრული ინსტრუმენტები“ დაჭერის შემთხვევაში გიჩვენებთ ყველა პოსტს, სადაც საუბარია რომელიმე ციფრულ ინსტრუმენტზე. მესამე საძიებო სისტემა კარგი საშუალებაა ქრონოლოგიურად გაეცნოთ გამოქვეყნებულ პოსტებს;
4. .„ძიების“ ინსტრუმენტების ქვემოთ არის ე.წ. „გაჯეტები“, რომელთა გამოყენებით გადავდივართ, ძირითადად, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე.

No comments:

Post a Comment