საპილოტე პროგრამა

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ - ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლა შერჩეულია იმ 50 საპილოტე სკოლას შორის, სადაც 2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრიდან განხორციელდება ორი მასშტაბური პროექტი - 1) „ახალი სკოლის მოდელი“ და 2) „ციფრული სკოლა - საქართველო“.
პროექტი „ციფრული სკოლა - საქართველო“ ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებითა  და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია სკოლებში ციფრული კულტურის განვითარება და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრება. პროექტის ფარგლებში თითოეულ სკოლაში გადამზადდება 6-კაციანი გუნდი, რათა ) შეაფასოს საკუთარი სკოლის ციფრული მზაობა, ) თვითშეფასების საფუძველზე დაგეგმოს ციფრული სტრატეგია და ) დანერგოს ინოვაციური სასწავლო პრაქტიკა სკოლის დონეზე.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მოეწყობა ფინალური კონფერენცია. კონფერენციაზე დასახელდება 3 გამარჯვებული სკოლა.

No comments:

Post a Comment