Sunday, 24 February 2019

პირველი ტრენინგი


2019 წლის 24 თებერვალს დავესწარით პირველ ტრენინგს , რომელშიც , ჩვენი ჩათვლით მონაწილეობდა თბილისის  4 საჯარო სკოლა. თავდაპირველად მოხდა მონაწილეთა გაცნობა, მათი გამოცდილებისა და მოლოდინების გაზიარება.
შემდეგ ტრენერებმა მიმოიხილეს პროექტი და გაგვაცნეს ინსტრუმენტები, რომელთაგანაც რამდენიმე პლატფორმაზე დავრეგისტრირდით (Edmodo, Padlet, Kahoot).
ამას გარდა, დაგვევალა სკოლის ელექტრონული ბლოგის შექმნა.  რეგისტრაციის შემდეგ, Padlet-ის გამოყენებით მოხდა უკვე განხორციელებული ტექნოლოგიური პროექტების გაზიარება და Edmodo-ს საშუალებით მოხდა  უკუკავშირი.  ამის შემდეგ, სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა ჯგუფებმა იმუშავეს ცალკეულ ქეისებზე, ქეისებში მოცემული იყო ესტონეთის 4 სკოლის ციფრული პროექტების გამოცდილება და  განხილვის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა გააკეტეს პრეზენტაციები კონკრეტული პროექტის ეფექტურობაზე.


Friday, 22 February 2019

ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა

საპილოტე პროგრამის ფარგლებში შექმნილმა 6 კაციანმა ჯგუფმა პირველ ტრენინგამდე შეავსო ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა (გუგლფორმა). კერძოდ, ელექტრონულ ფორმაში შევიტანეთ ინფორმაცია სკოლისა და გუნდის წევრების შესახებ და აღვწერეთ სკოლის ციფრული აღჭურვილობა და ჩვენი მოტივაცია პროექტში მონაწილეობის თაობაზე.

Thursday, 21 February 2019

პირველი ნაბიჯი

საპილოტე პროგრამის „ციფრული სკოლა - საქართვლო“ ფარგლებში საწყის ეტაპზე შევქმენით სკოლის 6 კაციანი გუნდი შემდეგი შემადგენლობით: სკოლის დირექტორი, საინფორმაციო მენეჯერი და 4 ინოვატორი მასწავლებელი (რომლებიც ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში). 2019 წლის ივნისადე მოხდება აღნიშნული გუნდის გადამზადება (ოთხი ტრენინგი) სასკოლო პრაქტიკაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით.

Wednesday, 20 February 2019

სტატია - „ციფრული სკოლა - საქართელო“


მოგესალმებით

58-ე სკოლის ინოვატორთა ჯგუფი მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ვიყოთ საინტერესო პროგრამის - „ციფრული სკოლა- საქართველო“- მონაწილეები. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ 50 სკოლას შორის, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უახლესი ინფორმაცია თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე და პროგრამის მხარდაჭერით დავნერგოთ ეს სიახლეები ჩვენს სკოლაში. მოტივირებულები ვართ გავხდეთ ლიდერები საჯარო სკოლაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და მიღებული გამოცდილების გაზიარების საქმეში.