2019 წლის 24 თებერვალს დავესწარით პირველ ტრენინგს , რომელშიც , ჩვენი ჩათვლით მონაწილეობდა თბილისის 4 საჯარო სკოლა. თავდაპირველად მოხდა მონაწილეთა გაცნობა, მათი გამოცდილებისა და მოლოდინების გაზიარება.
შემდეგ ტრენერებმა მიმოიხილეს პროექტი და გაგვაცნეს ინსტრუმენტები, რომელთაგანაც რამდენიმე პლატფორმაზე დავრეგისტრირდით (Edmodo, Padlet, Kahoot).
ამას გარდა, დაგვევალა სკოლის ელექტრონული ბლოგის შექმნა. რეგისტრაციის შემდეგ, Padlet-ის გამოყენებით მოხდა უკვე განხორციელებული ტექნოლოგიური პროექტების გაზიარება და Edmodo-ს საშუალებით მოხდა უკუკავშირი. ამის შემდეგ, სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა ჯგუფებმა იმუშავეს ცალკეულ ქეისებზე, ქეისებში მოცემული იყო ესტონეთის 4 სკოლის ციფრული პროექტების გამოცდილება და განხილვის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა გააკეტეს პრეზენტაციები კონკრეტული პროექტის ეფექტურობაზე.
No comments:
Post a Comment