Sunday, 17 March 2019

მეორე ტრენინგი



2019 წლის 17 მარტს ჩატარდა მეორე ტრენინგი, სადაც წარვადგინეთ შესრულებული დავალებები. SELFIE-ს  ანგარიშის ანალიზიდან, რომელიც ატვირთული გვქონდა Drive-ზე, გამოვკვეთეთ ყველაზე პრობლემური საკითხი (შეფასების პრაქტიკა) სამივე ფოკუს-ჯგუფის მიხედვით. შემდეგ გამოკვეთილი საკითხი ტრენერების კონსულტაციითა და Drive-ზე ატვირთული მასალების (და1_აღმოჩენა) გავშალეთ სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ჩამოვაყალიბეთ გამოწვევა, განვიხილეთ გადაჭრის გზები, მოსალოდნელი რისკები და განვსაზღვრეთ დამატებით რა გვინდა ვიცოდეთ თემის ირგვლივ. ასევე, განვიხილეთ „წყაროები შთაგონებისთვის“ და განვსაზღვრეთ მომხმარებლის ტიპები და ჯგუფის წევრების როლები კვლევისთვის. ბოლოს, გავეცანით კითხვარებისა და ინტერვიუს მომზადების პრინციპებს.
შემდეგ ტრენერებმა პრეზენტაციის სახით გაგვაცნეს დღის თემა (ცვლილებების დიზაინი) და ახალი ინსტრუმენტები (Mirror, Trello). სატესტო რეჟიმში ვიმუშავეთ „ციფრულ სარკეში“ (Mirror). მომავალ ტრენინგამდე დაგვევალა Trello-ს გამოყენებით სამუშაოების ორგანიზება, „ციფრული სარკის“  გაკეთება და ბლოგინგი.




No comments:

Post a Comment