Monday, 20 May 2019

დიზაინი და აზროვნება - 5 ფაზა


პროექტ „ციფრული სკოლა - საქართველოს“ ფარგლებში სკოლის 6-კაციანმა გუნდმა „დიზაინისა და აზროვნების“ 5 ფაზის მიხედვით  ჩაატარა პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო და  საბოლოოდ შეიმუშავა სკოლის ციფრული სტრატეგია.

Sunday, 19 May 2019

მეოთხე ტრენინგი


2019 წლის 19 მაისს ჩატარდა ტრენინგის მეოთხე, საბოლოო, შეხვედრა, სადაც  შეჯამდა განხორციელებული სამუშაოები და სკოლის გუნდებმა ერთმანეთს ბლოგის გამოყენებით გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება. ბოლოს გავეცანით ახალ ინსტრუმენტს LePlanner-ს და დეტალურად გაგვაცნეს ბლოგის, ვიდეო რგოლისა და პოსტერის შეფასების რუბრიკები.

Friday, 17 May 2019

ციფრული სტრატეგია 2019-2020 - Mirror-ში ატვირთვა

შეფასება და ციფრული ტექნოლოგიები მცვლის მე - მე ვცვლი ხვალინდელ დღეს



6-კაცინმა გუნდმა შიდა სასკოლო კვლევების საფუძვლზე, დიზაინის და აზროვნების ფაზების გათვალისწინებით შეიმუშავა და „ციფრული სარკეში“ატვირთა სკოლის ერთწლიანი ციფრული სტრატეგია.



Thursday, 16 May 2019

პილოტირება - რუბრიკისა და კითხვარის გამოყენება

შეფასება და ციფრული ტექნოლოგიები მცვლის მე - მე ვცვლი ხვალინდელ დღეს



პილოტირების ფარგლებში 6-კაციანი გუნდის წევრმა, ინგლისურის მასწავლებელმა, ხათუნა წიკლაურმა მე-9 კლასის მოსწავლეები Word-ის, Gmail-ის და თვითშეფასების კითხვარის გამოიყენებით შეაფასა და მისცა დროული და ეფექტური უკუკავშირი. მოსწავლეთა სურვილები და ინტერესები ასახულია ბლოგზე კომენტარების სახით და ვიდეო რგოლში.

Wednesday, 15 May 2019

პილოტირება - რუბრიკა და კითხვარი

შეფასება და ციფრული ტექნოლოგიები მცვლის მე - მე ვცვლი ხვალინდელ დღეს


„ექსპერტ“ მასწავლებელთან შეხვედრის შემდეგ მისგან მოწოდებული ინფორმაციის, შიდა კვლევების შედეგებისა და ციფრული სტრატეგიის საფუძველზე 6-კაციანმა გუნდმა შეიმუშავა სხვადასხვა ტიპის შეფასები რუბრიკები და კითხვარები, რომელიც შეთანხმებულ იქნა მოსწავლეებთან. შექმნილი რუბრიკების მიხედვით განხორციელდა მისი დანერგვისა და პილოტირების პროცესი.

Tuesday, 14 May 2019

პილოტირება - გამოცდილების გაზიარება

შეფასება და ციფრული ტექნოლოგიები მცვლის მე - მე ვცვლი ხვალინდელ დღეს


პილოტირების ფარგლებში შეფასების რუბრიკებისა და კითხვარების შემუშავებამდე 6-კაციანი გუნდი გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვდა „ექსპერტ“ მასწავლებელს, რომელმაც საკუთარი პრაქტიკიდან გაგვიზიარა მისი გამოცდილება შეფასების რუბრიკებისა და კითხვარების გამოყენების თაობაზე.

პილოტირება - ციფრული კლუბი



სკოლის ციფრული სტრატეგიის ეფექტურად განხორციელების მიზნით გადავწყვიტეთ შეგვექმნა ციფრული კლუბი, რომლიც უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტექნიკურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში. კლუბი დაფუძნდა „მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მოქმედი უფასო წრეების (კომპიუტერული გრაფიკა და IT ტექნიკოსი) ბაზაზე. კერძოდ, ამ ციფრული კლუბის პირველი წევრები არიან ზემოაღნიშნული წრეების მოსწავლეები და პედაგოგები. კლუბის მუშაობის ფარგლებში მათი პირველი ნამუშევარია ბლოგის ბანერი და ფონი. ასევე, რამდენიმე ძველი და გაფუჭებული კომპიუტერებიდან ბავშევბმა აღადგინეს ერთი კომპიუტერი.

პილოტირება - შემაჯამებელი დავალება ფიზიკაში

შეფასება და ციფრული ტექნოლოგიები მცვლის მე - მე ვცვლი ხვალინდელ დღეს




ციფრული სტრატეგიის პილოტირების ფარგლებში ფიზიკის მასწავლებელმა ტექნოლოგიების (Google Form) გამოყენებით მე-8 კლასში ჩაატარა შემაჯამებელი დავალება, რაც ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდა დროული შეფასებისა და უკუკავშირისთვის.





Monday, 13 May 2019

ციფრული სტრატეგია 2019-2020 - აქტივობები

შეფასება და ციფრული ტექნოლოგიები მცვლის მე - მე ვცვლი ხვალინდელ დღეს



დიზაინისა და აზროვნების ფაზების, შიდა სასკოლო კვლევების შედეგების, სკოლის ციფრული სტრატეგიის ხედვისა და მიზნების გათვალისწინებით „ციფრულ სარკეში“ გაიწერა ძირითადი აქტივობები, რომლებიც მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდება. გარდა ამისა, დაიგეგმა ციფრული სტრატეგიის პილოტირების პროცესი.



პილოტირება - ქცევის მართვის წესები



სკოლის ლიდერების, მასწავლებლებისა და მოსწავლებიის მიერ ერთობლივად შემუშავდა ქცევის მართვის შეფასების, თვითშეფასების და ურთიერთშეფასების ფორმა, რომლის მიზანია ქცევის თვითმართვის უნარების გაუმჯობესება. 



Wednesday, 8 May 2019

ციფრული სტრატეგია 2019-2020 - ხედვა და მიზნები

შეფასება და ციფრული ტექნოლოგიები მცვლის მე - მე ვცვლი ხვალინდელ დღეს



სკოლის 6-კაციანი გუნდის მიერ შემუშავდა ციფრული სტრატეტეგიის ხედვა და მიზნები, რომელიც დაფუძნებულია ციფრული ინსტრუმენტების (სელფი და ციფრული სარკე) გამოყენებით განხორციელებულ შიდა სასკოლო კვლევების შედეგებზე. ციფრული სტრატეგიის ხედვა და მიზნები შემუშავდა დიზაინისა და აზროვნების ფაზების გათვალისწინებით და აიტვირთა „ციფრულ სარკეში“.