Tuesday, 14 May 2019

პილოტირება - ციფრული კლუბი



სკოლის ციფრული სტრატეგიის ეფექტურად განხორციელების მიზნით გადავწყვიტეთ შეგვექმნა ციფრული კლუბი, რომლიც უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტექნიკურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში. კლუბი დაფუძნდა „მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მოქმედი უფასო წრეების (კომპიუტერული გრაფიკა და IT ტექნიკოსი) ბაზაზე. კერძოდ, ამ ციფრული კლუბის პირველი წევრები არიან ზემოაღნიშნული წრეების მოსწავლეები და პედაგოგები. კლუბის მუშაობის ფარგლებში მათი პირველი ნამუშევარია ბლოგის ბანერი და ფონი. ასევე, რამდენიმე ძველი და გაფუჭებული კომპიუტერებიდან ბავშევბმა აღადგინეს ერთი კომპიუტერი.

No comments:

Post a Comment