Thursday, 28 March 2019
Wednesday, 27 March 2019
მირორზე მუშაობა
„ციფრული სარკე“, ინსტრუქციის მიხედვით, შეავსო ჯერ დირექტორმა და შემდეგ ჯგუფმა. აღსანიშნავია, რომ „მირორზე“ მუშაობის შემდეგ გმოიკვეთა საინტერესო შედეგი. კერძოდ, დირექტორის და ჯგუფის მონაცემთა უმრავლესობა ერთმანეთს დაემთხვა.
Tuesday, 26 March 2019
Monday, 25 March 2019
კითხვარების შექმნა და ინტერვიუს ორგანიზება
საპილოტე პროგრამა - „ციფრული სკოლა - საქართველოს“ ფარგლებში, 58-ე საჯარო სკოლაში ციფრული მზაობის შესაფასებლად, SELFIE-ის ანგარიშის ანალიზის საფუძველზე, კვლევის საკითხად შევარჩიეთ „შეფასების პრაქტიკა“. შევადგინეთ კითხვარი ორი ფოკუს-ჯგუფისთვის. მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფში განვსაზღვრეთ უკიდურესი და ექსპერტი მასწავლებლები - სულ 10 პედაგოგი, ხოლო მოსწავლეებიის ფოკუს-ჯგუფში განვსაზღვრეთ 12-14 წლის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და ერკვევიან შეფასების მეთოდებში (კრიტერიუმებში) და 12-14 წლის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად ან სრულიად ვერ ერკვევიან შეფასების მეთოდებში (კრიტერიუმებში) - სულ 12 მოსწავლე. ბოლოს, რესპოდენტები ინტერვიუერებზე გადანაწილდა და შეთანხმდა გრაფიკი.
Friday, 22 March 2019
Sunday, 17 March 2019
მეორე ტრენინგი
2019 წლის 17 მარტს ჩატარდა მეორე ტრენინგი, სადაც წარვადგინეთ შესრულებული დავალებები. SELFIE-ს ანგარიშის ანალიზიდან, რომელიც ატვირთული გვქონდა Drive-ზე, გამოვკვეთეთ ყველაზე პრობლემური საკითხი (შეფასების პრაქტიკა) სამივე ფოკუს-ჯგუფის მიხედვით. შემდეგ გამოკვეთილი საკითხი ტრენერების კონსულტაციითა და Drive-ზე ატვირთული მასალების (და1_აღმოჩენა) გავშალეთ სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ჩამოვაყალიბეთ გამოწვევა, განვიხილეთ გადაჭრის გზები, მოსალოდნელი რისკები და განვსაზღვრეთ დამატებით რა გვინდა ვიცოდეთ თემის ირგვლივ. ასევე, განვიხილეთ „წყაროები შთაგონებისთვის“ და განვსაზღვრეთ მომხმარებლის ტიპები და ჯგუფის წევრების როლები კვლევისთვის. ბოლოს, გავეცანით კითხვარებისა და ინტერვიუს მომზადების პრინციპებს.
შემდეგ ტრენერებმა პრეზენტაციის სახით გაგვაცნეს დღის თემა (ცვლილებების დიზაინი) და ახალი ინსტრუმენტები (Mirror, Trello). სატესტო რეჟიმში ვიმუშავეთ „ციფრულ სარკეში“ (Mirror). მომავალ ტრენინგამდე დაგვევალა Trello-ს გამოყენებით სამუშაოების ორგანიზება, „ციფრული სარკის“ გაკეთება და ბლოგინგი.
Friday, 15 March 2019
სელფის ანგარიში
პროექტის მოთხოვნიდან გამომდინარე, სკოლაში ორგანიზება გავუკეთეთ SELFIE-ს ანგარიშის შექმნას. კვლევისთვის შევარჩიეთ საბაზო საფეხური, პროცენტულად განვსაზღვრეთ გამოსაკითხ რესპოდენტთა რაოდენობა და ორგანიზება გავუკეთეთ კითხვარების შევსებას. შემდეგ ეტაპზე, Edmodo-ზე დადებული საკვანძო შეკითხვების მიხედვით მოვახდინეთ SELFIE-ს ანგარიშის ანალიზი და მასალები ავტვირთეთ Drive-ზე.
Thursday, 14 March 2019
Subscribe to:
Posts (Atom)